თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.  შესაბამის განცხადებას ნიდერლანდების მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) დაადგინა, რომ 2014 წლის ივლისში „მალაიზიის ავიახაზების” რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და ამით რუსეთმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია დაარღვია.

„ეს გადაწყვეტილება სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ სახელმწიფოები საერთაშორისო სამართალს დაუსჯელად ვერ დაარღვევენ“ – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ 2022 წელს დაადგინა, რომ დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდება რუსული რაკეტით მოხდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი თემები