“მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღით”- ვაიმარი პლუსი”

ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ, „ვაიმარი პლუსის“ ჯგუფის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, უერთდებიან უკრაინას და მოითხოვენ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღით.

„მივესალმებით აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევას და ამ კვირაში შემდგომი მოლაპარაკებების პერსპექტივას. რუსეთმა ამ დრომდე არ გამოავლინა სერიოზული განზრახვა პროგრესის მისაღწევად. ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვუერთდებით უკრაინას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღით, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის“– ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

დიპლომატები ასევე შეთანხმდნენ, განაგრძონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა,

მსგავსი თემები