კირ სტარმერის სახლში „საეჭვო“ ხანძარი გაჩნდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლონდონის სახლში „საეჭვო“ ხანძარი გაჩნდა.  ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ყუმბარის მსგავსი, ხმამაღალი აფეთქების ხმა და სავარაუდოდ შუშის მსხვრევის ხმა გაიგეს.

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა შესასვლელი კარი.

მომხდარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს, რადგან ხანძრის გაჩენის მიზეზს „საეჭვოდ“ მიიჩნევენ.

მსგავსი თემები