სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი დააზარალა. უამინდობა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები. უხვი ნალექის შედეგად კი სანიაღვრე არხებმა, წყლის ნაკადი ვერ გაატარა და რამდენიმე სახლი დატბორა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა განაცხადა, ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.