სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ კორესპონდენტს, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელევიზიაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტს ტვინის შერყევა აქვს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს ქვემო ქართლში მოხდა.