უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისურვებდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს. მისი თქმით, ის თურქეთში იქნება და იმედოვნებს, რომ რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ.
„პრეზიდენტი ტრამპის განცხადება ახლახან მოვისმინე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. შეხვედრისთვის მზადყოფნა ღიად გამოვხატე. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ. ჩვენ უკრაინაში ყველანი ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს. ეს იდეა მართებულია. ბევრი რამის შევლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, რომ მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლოს. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.