ზელენსკიმ ხელი მოაწერა აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას. ინფორმაცია უმაღლესი რადას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული ნაბიჯი ნიშნავს, შეთანხმების რატიფიცირების ფორმალური პროცედურის დასრულებას.

უმაღლესმა რადამ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს მოახდინა.

აშშ-მა და უკრაინამ სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვებისა და უკრაინის აღსადგენად საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად შეთანხმებას 30 აპრილს მოაწერეს ხელი. ფონდის საშუალებით მოხდება თანხების მობილიზება ათვისებული ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და უკრაინის სხვა აქტივების გამოყენებით მიღებული შემოსავლიდან.

მსგავსი თემები