ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს, ალან გუჩმაზოვს პენსიონერი თავს დაესხა. ე,წ მინისტრს, 68 წლის პენსიონერი ჯოხით თავს მაშინ დაესხა, როდესაც გუჩმაზოვი ჯავის რაიონის სოფელ ხვწეში ადგილობრივებს ხვდებოდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ „ტელეგრამ“ არხზე „საპა ცხინვალზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალან გუჩმაზოვმა ადგილობრივს შენიშვნა მისცა, რომ სხვები არ შეეწუხებინა, პასუხად კი პენსიონერმა ხელში ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა.
შემთხვევის შემდეგ პენსიონერი დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებით, პენსიონერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა გამოცემას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი მუხლით წაუყენეს ბრალი 68 წლის პენსიონერს.