„ჰამასმა“ აშშ-ისრაელის მოქალაქე გაათავისუფლა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. 21 წლის ედან ალექსანდერის გათავისუფლება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით კეთილი ნების გამოხატულებას წარმოადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ედანის გათავისუფლება „შესანიშნავი ამბავია და ის მალე მშობლებთან დაბრუნდება“.
ედან ალექსანდერი ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც ამერიკის მოქალაქეობას ფლობს და ღაზაში ცოცხლად დარჩენილი უკანასკნელი ამერიკელი მძევალი იყო.