EU უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის, ჩარლზ ფრისის განცხადებით, EU უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს.

როგორც ფრისმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან დაიფარება.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის მხარდასაჭერად განსაზღვრული თანხის ოდენობა 3.3 მილიარდ ევროს მიაღწევს.

მსგავსი თემები