ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

ჩინეთ-ამერიკის ე.წ. სატარიფო ომის შემდეგ, ჟენევაში, ორი მხარის მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა. ჩინური მხარის ინფორმაციით, ჩინეთისა და აშშ-ს შორის გამართული მაღალი დონის ეკონომიკური და სავაჭრო შეხვედრა ჟენევაში, იყო გულწრფელი, სიღრმისეული და კონსტრუქციული.

როგორც  ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ხე ლიფენგმა განაცხადა, ორ მხარეს შორის მიღწეულია არსებითი პროგრესი და  მნიშვნელოვანი კონსენსუსი.

შეხვედრა და დისკუსია ჟენევაში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

„მხარეებმა  მიაღწიეს შეთანხმებას, ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური და სავაჭრო კონსულტაციების მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც, შემდგომ, კონსულტაციებს გამართავს ორმხრივ საკითხებზე“ – აღნიშნა ხე ლიფენგნა.

მისივე შეფასებით, ჩინეთი და შეერთებული შტატები, შესაბამის დეტალებს რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულებენ და ორშაბათს გაავრცელებენ შეხვედრაზე მიღებულ ერთობლივ განცხადებას.

“ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ”- აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი

 

მსგავსი თემები