“ადამიანივით ვგლოვობთ”- სენაკში 840 წლის ჭადრის ისტორია დასრულდა (video)

ძლიერმა ქარმა სენაკში მრავალწლოვანი ჭადარი წააქცია. შესაბამის ფოტო-ვიდეოს ადგილობრივები ავრცელებენ. ეს ის ჭადარია, რომელიც ძველ სენაკს უკვე 840 წელია ამშვენებს. ის ჯერ კიდევ შარშანდელი სტიქიის დროს დაზიანდა.

“ადამიანივით ვგლოვობთ. 840 წლის ჭადრის ისტორია დასრულდა”- წერენ სენეკელები.

მრავალწლოვან ჭადართან ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენაა დაკავშირებული.

ხე-მცენარე ამ ადგილას პირველად 1567 წელს აღმოცენდა. ჭადარი სიმაღლეში აღწევს 30 მეტრს და აქვს ფუღურო, სადაც ეტევა რამოდენიმე ადამიანი. ის მიჩნეულია მცენარეული სამყაროს იშვიათ ეგზეპლარად.

მსგავსი თემები