ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. დაზიანდა ხეები, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგია შეუწყდა.
ასევე, უამინდობის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საერთაშორისო რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა.