ძლიერი ქარის გამო სტამბოლი–ბათუმის ავიარეისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომა არ შეუძლია. თვითმფრინავი ამ დროისთვის ბათუმის თავზე მანევრირებს და ეძებს უსაფრთხო დაჯდომის შესაძლებლობას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბათუმში ამ დროისთვის ძლიერი ქარია, რაც თვითმფრინავის დაშვებას ხელს უშლის.