53 წლის წინ გაშვებული საბჭოთა კოსმოსური აპარატი დედამიწაზე ჩამოვარდა

დედამიწაზე, ინდოეთის ოკეანეში თითქმის ნახევარი ტონა წონის საბჭოთა პლანეტათაშორისი კოსმოსური აპარატი ჩამოვარდა. ეს არის Cosmos-482 სადგურის სადესანტო მოდული, რომელიც 1972 წელს ვენერაზე გაუშვეს, მაგრამ დედამიწის ორბიტაზე დარჩა.

როსკოსმოსის ინფორმაციით, კოსმოსურმა აპარატმა კოსმოს-482  არსებობა შეწყვიტა და ორბიტა დატოვა . 6:24 საათზე (GMT) ის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შუა ანდამანის კუნძულიდან დასავლეთით 560 კმ-ში შევიდა და ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას დასავლეთით ოკეანეში ჩავარდა.

მსგავსი თემები