სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა

სირიის მთავრობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს და მათთან დიპლომატიურ კავშირებს ამყარებს. დღეიდან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, სირიისთვის დამოუკიდებელი ტერიტორიებია თავიანთი დე – ფაქტო  პრეზიდენტებით.

29 მაისს, სამხრეთ ოსეთის დე – ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კომუნიკე, რომლის თანახმად, ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ და სირიის არაბთა რესპუბლიკამ გამოაცხადეს ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე – ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ სირიის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება შეუქცევადი პროცესი იყო და აღიარება კიდევ გაგრძელდება. „დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა. ახალი მეგობრები ყველას სჭირდება, მით უმეტეს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ, სამხედრო აგრესიისა და ტერორიზმის წინაშე დადგნენ“, – განაცხადა დე – ფაქტო პრეზიდენტმა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ.

მსგავსი თემები