სტარმერი და მაკრონი პუტინის მოთხოვნას უარყოფენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე უარყვეს პუტინის მოთხოვნა, რაც 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას გულისხმობს.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოწია. ხოლო ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ. უარვყოფთ დამატებით პირობებზე ნებისმიერ წინადადებებს.

საუბარია მიწაზე, ზღვაში, ცაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს გაგრძელების შესაძლებლობით, მონიტორინგის შესაძლებლობით, კონტროლის ხაზის გარშემო ძალების დაშორების შესაძლებლობით. იმათი დახმარებით, ვისაც კოალიციასთან შეერთება სურს, ეს გაკეთდება“ – განაცხადა სტარმერმა.

პუტინის პირობები ასევე უარყო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.

მსგავსი თემები