პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წარმომადგენელი ვიკა ფილფანი აცახდებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებენ. მისი თქმით, ბოიკოტის გამოცხადება დამარცხების აღიარებას ნიშნავს.
„პირველი ამოცანა, ჩვენ რისთვისაც ვიბრძვით, ეს ორი მიზანი არის, ეს ორი მიზანი დგას. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე, თუმცა დღეს რომ ჩვენ გამოვუცხადოთ ბოიკოტი რაღაცას, რომელიც არის ოქტომბერში, ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ორ მიზანზე უარი ვთქვით… ეს ჩვენთვის შესავალშივე ნიშნავს დამარცხების აღიარებას… იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიბრძვით ხელახალი არჩევნებისთვის და ვიბრძვით პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვებისთვის… აქამდე ხომ დიდი დროა, ჩვენ ბოიკოტს არ ვუცხადებთ, ჩვენ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვნახოთ, რა პოლიტიკური მდგენელები შემოვა ამ პროცესში…” – ამბობს პარტია ვიკა ფილფანი.