გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

„რამზეს იახტების“ დამფუძნებელმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაძიემ სრული შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია, დაკავებულის დედამ გაავრცელა.

„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ“- აცხადებს ეკა წერეთელი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი – 8 წლით.

მსგავსი თემები