ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა. კაცი, რომელსაც მეზობლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.