გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუ ეს შეხვედრა ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.
„საჭიროება თუ გაჩნდება და ეს დაეხმარება ომის დასრულებას, მე ბევრი რამისთვის ვარ მზად“ – განაცხადა მერცმა.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან