აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
„აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.