პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. მისი თქმით, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს და ომის ვეტერანებს 9 მაისი.
„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა. ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. ეს ბრძოლა რომ არა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ეს მსხვერპლი რომ არა, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე”- ამბობს ის.