კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს

კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმები განიხილეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ე.წ. მსურველთა კოალიციის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დონადლ ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია აშშ-ის წინადადებისადმი მათი მხარდაჭერის შესახებ.

მსგავსი თემები