პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ინდოეთს სათანადო პასუხი გასცეს.
„დღეს ჩვენ ინდოეთს სათანადო პასუხი გავეცით და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო შური ვიძიეთ“ – განაცხადა შეჰბაზ შარიფმა.
მისი თქმით, პაკისტანმა საპასუხო მოქმედებებისას „უაღრესად დიდი თავშეკავება“ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, დღეს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და ინდოეთში სამხედრო ბაზებს დაარტყა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია რამდენიმე საათით ადრე ინდოეთის მიერ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე პასუხს წარმოადგენდა.