ინდოეთის დარტყმების შედეგად, ბოლო 12 საათში, სადავო ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი” ავრცელებს.
10 მაისს ღამით ინდოეთმა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიიტანა პაკისტანის ავიაბაზებზე. პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა თავდასხმა სახიფათო მოვლენად დაახასიათა, რომელიც რეგიონს დესტაბილიზაციას უქმნის. მეზობელი სახელმწიფოს აგრესიაზე საპასუხოდ, პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.