რუბიო პაკისტანსა და ინდოეთს კონფლიქტის გადასაჭრელად აშშ-ის შუამავლობას სთავაზობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტის გადასაჭრელად შეერთებული შტატების შუამავლობის ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის ავრცელებს.

მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და პაკისტანის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ისჰაკ დართან. რუბიომ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა მოძებნოს დაძაბულობის შემცირებისა და პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენის გზები, რათა თავიდან აიცილონ შეცდომები.

მანამდე ის ესაუბრა პაკისტანის არმიის მეთაურსაც, სადაც კვლავ მოუწოდა ორივე მხარეს, მოძებნონ გზები სიტუაციის განსამუხტად.

პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებას ნაწილში 26 ადამიანი, ძირითადად ინდოელი ტურისტები, მოკლეს.

მსგავსი თემები