თულუ – თიხის სახლები, ეს უძველესი, განსხვავებული და უნიკალური სოფლის ნაგებობებია. ამჯერად გაგაცნობთ ნანძინგს, სამხრეთ აღმოსავლეთ ჩინეთის, ფუძიანის პროვინციაში. ნანძინგის თულუ ჩინური საცხოვრებლის არქიტექტურის ნათელი და განსხვავებული შედევრია.
თულუს უძველესი ნაგებობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ის წარმოაჩენს ჩინეთის მდიდარ კულტურას და ისტორიას. საინტერესოა თულუს სტრუქტურაც. როგორც ადგილობრივები გვიხსნიან, მის ასაგებად ძირითადად გამოიყენებოდა შემდეგი მასალა: მიწა, ხე, ქვა და ბამბუკი. შენობები ან მართკუთხა ფორმისაა ან კიდევ მრგვალი, წრიული. ყველაზე მაღალი თულუ კი 5 სართულს მოიცავს.
გარე კედლები დატკეპნილი მიწის, შერეული ქვებისა და ბამბუკის ნაზავია. კედელში ჩატანებული ბამბუკი კი მის სიმყარისთვის იყო საჭირო.
განსხვავებულობისა და უნიკალურობის გამო, მას არქიტექტურულ საოცრებასაც უწოდებენ. ამიტომაც, აქ საკმაოდ ბევრი სტუმარი ჩამოდის ად ეს თიხის შენობებიც მათ ობიექტივში ხდება.
მსგავსი თიხის შენობები ნინძინგის მეზობლადაც არის შემორჩენილი. ის დასახლებები, სადაც თულუა თავმოყრილი, ტურისტებს განსაკუთრებულად იზიდავს. ადგილობრივებიც თავს იწონებ, რომ მათ ისტორიას და კულტურას ამდენი ვიზიტორი ეცნობა. შესაბამისად, უხარიათ სტუმრობა და ცდილობენ დაგათვალიერებინონ, აგიხსნან და გიმასპინძლონ კიდეც.
ეკა გულუა, ჩინეთიდან