დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე – ვითარება ინდოეთსა და პაკისტანს შორის

ინდოეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ პაკისტანმა სარაკეტო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა. ქვეყნის საავიაციო ფრთის მეთაურმა, ვიომიკა სინგმა განაცხადა, რომ პაკისტანის სარაკეტო იერიშების სამიზნე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მდებარე სამედიცინო და საგანმანათლებლო ობიექტები იყო.

„პაკისტანელი ჯარისკაცები საზღვრის გასწვრივ გადაადგილდებიან, რაც შემდგომი ესკალაციის მიზნით თავდასხმითი მოქმედებების განზრახვაზე მიუთითებს“ – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები