კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს.
„თუ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იარაღის მარაგთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად შედის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან? წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უპირატესობას მოიტანს. უკრაინა გააგრძელებს სრულ მობილიზაციას და ფრონტის ხაზზე ახალ ჯარებს გადაიყვანს. რატომ უნდა მივცეთ მსგავსი უპირატესობა უკრაინას?“ – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ უკრაინა ამისთვის მზად არ არის.