პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. „ევროპის მოედანზე“ შეკრებილების ნაწილმა რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გადაინაცვლა.
მოქალაქეების უცვლელი მოთხოვნებია: აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.