ინდოეთის კონტროლირებად ნაწილში, აეროპორტთან ათი აფეთქების ხმა გაისმა

ქაშმირში, ინდოეთის კონტროლირებად ნაწილში მდებარე აეროპორტის მახლობლად ათი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას  „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქებებს წინ უძღოდა ელექტროენერგიის გათიშვა, რაც გამოწვეული იყო მრავალი ჭურვით, რომლებიც გასულ ღამეს ქალაქ ჯამუს ცაში შენიშნეს. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის რეგიონის გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარება დაძაბული რჩება.

7 მაისს ინდოეთმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა პაკისტანში და სადავო ქაშმირის რეგიონის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდე გამწვავდა, რაც 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებას ნაწილში 26 ადამიანი, ძირითადად ინდოელი ტურისტები, მოკლეს.

მსგავსი თემები