“მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. როგორც მან განაცხადა, გამარჯვება და ევროპის გზაზე დაბრუნება არის  გარდაუვალი.

„ყველა კარგად გრძნობს, რომ ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან. არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს. ჩვენი გზა არის იმდენად ნათელი, რომ ხალხი მოდის ისე, რომ არავინ არ მოუწოდებს. ეს ხალხი მოდის, აქ იდგება და გამარჯვება და დაბრუნება ევროპის გზაზე არის აბსოლუტურად გარდაუვალი. ამას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები