კულინარიის შედევრი – ფერადი ყველი სხვადასხვა არომატით

ქალბატონი ვენერა ოქროსხელება ადამიანი, რძის პროდუქტების მწარმოებელი, რომელიც რძისგან საოცრებებს ქმნის. ათამდე სული საქონელი ჰყავს, რომელსაც უვლის, პატრონობს და მწვანე, წითელ, ოქროსფერ, ყავის არომატის თუ ბოსტნეულის შიგთავსის ყველს აწარმოებს. მისი პროდუქცია იმდენად ლამაზია, დასაჭრელად დაგენანება. რაც შეეხება გემოს, ამას გასინჯვის გარდა, არაფერი შველის.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნატურალურია. მოკლედ გეტყვით, რომ მწვანე ყველი – მოცვითა და ტარხუნითაა; წითელი ყველი – საფერავით; ყავისფერი ყველი – ყავით, ფერადი ყველი – ბოსტნეულით.

ფოტორეპორტაჟი –  ვენერას  კულინარიული შედევრი.

მსგავსი თემები