საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 26 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. ზურაბიშვილი პრემიერს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„ჩემი ფეხი არის მყარი. მინდა რომ დაწყნარდეს. ჩვენი ფეხი მყარია ვიცით საითკენ მივდივართ. ვიქნებით ძალიან ბევრი 26 მაისს.
მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველა გამოვიდეთ.
დამოუკიდებლობის დღე არის ის დღე, როცა უნდა გადავარჩინოთ დამოუკიდებლობა“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
„ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ, ელისაშვილისგან – ფეხი არ დაუცდეთ, ეს გაფრთხილებაა“ – კობახიძე