„გამორიცხული არ არის რევოლუცია მიიღოთ“- ზურაბ ცეცხლაძე ხელისუფლებას მიმართავს

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა მიმართეს. საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და პატიმრობაში მყოფ ოჯახის წევრებს მხნეობა უსურვეს. როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ აღნიშნა, თუ ხელისუფლება “უგუნური გადაწყვეტილებების მიღებას არ შეწყვეტს რევოლუციას მიიღებს”.

„იმიტომ გამოვდივარ, რომ ჩემი გზავნილი გავუგზავნო ამ არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნებით მოსულ, საძულველ, ხელისუფლებას. უნდა შევახსენო, რომ ევროპა არის უსაფრთხოება, ევროპა არის სინათლე, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება. აქედან გამომდინარე ქართველ ხალს უკვე აქვს გაკეთებული არჩევანი. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთთან მიიყვანოს.

მოეშვან არაადეკვატური, სულელური გადაწყვეტილებების მიღებას, თორემ გამორიცხული არ არის რევოლუცია მიიღონ. არ მეშინია ამ სიტყვის თქმის“- აღნიშნა მან.

მსგავსი თემები