„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას”- დანიის პრემიერი პუტინს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“ – განაცხადა ფედერიქსენმა.

მსგავსი თემები