მწვანე ყველი – მოცვითა და ტარხუნით; წითელი ყველი – საფერავით; ყავისფერი ყველი – ყავით, ფერადი ყველი – ბოსტნეულით…. რას არ გაიგებთ და რას არ ნახავთ.
ყველაფერი ქართული ერთ სივრცეში – საქართველოში დიდი ზეიმია. ევროპის დღეზე საქართველოს კუთხეებმა ერთად მოიყარა თავი. საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, კულინარიული თუ მუსიკალური განწყობა როგორც ადგილობრივებმა, ისე უცხოელმა სტუმრებმა ერთად იზეიმეს. განსაკუთრებით საინტერესო კი ქართული გემოსა და ტრადიციული ნუგბარის დაგემოვნება აღმოჩნდა.