„ევროპის მოედანზე“ აქცია მიმდინარეობს

„ევროპის მოედანზე“ აქცია –  „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს. ამ წუთებში  საქართველოს ჰიმნი სრულდება, გაჟღერდება ასევე ევროკავშირის ჰიმნიც. „ევროპის მოედანზე“ დამონტაჟებულია სცენა და შესაბამისი ტექნიკური ინვენტარი. ორგანიზატორების თქმით, ცოტა ხანში პატიმრების ოჯახის წევრები, ექიმები, აქტივისტები, მსახიობები გამოვლენ და სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს.

„ევროპის მოედნამდე“ მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო “ავლაბრიდან”, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიმართა.

მეტეხის ხიდიდან გადმოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს ასევე მშვიდობის ხიდიდან.

მსგავსი თემები