თბილისში ევროპის დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე მარში მიმდინარეობს

თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე მსვლელობა იმართება. მოქალაქეები სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიებიდან მსვლელობით ევროპის მოედნამდე მივლენ.

ევროპის მოედანზე დაგეგმილია აქცია, ლოზუნგით „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.

აქციას სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები უერთდებიან.

მსგავსი თემები