„წარმოუდგენელია, მსოფლიოს ამ ნაწილიდან იყო და მოსკოვში 9 მაისს აღნიშნავდე“ – ტუსკი ფიცოზე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 9 მაისს, მოსკოვში სამხედრო აღლუმზე დასწრების გამო აკრიტიკებს.

ტუსკის განცხადებით, „წარმოუდგენელია, მსოფლიოს ამ ნაწილიდან იყო და მოსკოვში 9 მაისს აღნიშნავდე“.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი შეიძლება მსოფლიოს ამ ნაწილიდან იყოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს იყოს წითელ მოედანზე და აღნიშნოს გამარჯვების დღე მათთან ერთად, ვინც ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და სხვა ქვეყნებს ესხმის თავს“, – აცხადებს ტუსკი.

მსგავსი თემები