უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთმა 2 უკრაინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
სიიარტოს თქმით, დიპლომატების გაძევის მიზეზი ჯაშუშობის ბრალდება გახდა.
მანამდე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელის გამოვლენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.