„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება“ – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება.

როგორც ფაშინიანმა 9 მაისთან დაკავშირებულ მიმართვაში აღნიშნა, სომხეთი თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის გზაზეა.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება და ჩვენ ამ გზას გავყვებით. ჩვენმა რეგიონმა დაიმსახურა უფლება, იცხოვროს მშვიდობიანად და აყვავებულად და ასეც უნდა იყოს. ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება… ეს სულაც არ არის მარტივი გზა, მაგრამ ღირს მისი გავლა და მის დასასრულებლად და შეუქცევად ნავსაყუდლამდე მისასვლელად ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა, რწმენა, წინდახედულობა და თანმიმდევრულობა“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

მსგავსი თემები