მარნეულში, 2 ადამიანი საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual.ge ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი, სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.