„ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო სოლიდარობით, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.
მერცის თქმით, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მზად არიან, რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გააგრძელონ.
„მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, განვახორციელოთ შემდგომი ზეწოლა რუსეთზე. მოვუწოდებთ რუსეთს, დაადგეს ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების გზას. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ არ დავაყოვნებთ, ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად, კიდევ უფრო გავზარდოთ ზეწოლა სანქციებით“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.