„უკრაინას თავისი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი და ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს.
როგორც კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ევროკავშირს აქვს სათადარიგო გეგმა, რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტო დაძლეული არ იქნება“.
„ჩვენ გეგმა B და გეგმა C გვაქვს. თუმცა, ჩვენი ყურადღება A გეგმაზეა გამახვილებული, რაც ყველას მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს“, – აცხადებს კალასი.