პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირთან დაკავშირებით, საქართველოში ლიეტუვის ელჩის განცხადებას ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად, რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად არ უნდა საუბრობდნენ“.
„ძალიან გთხოვთ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, თან ისე, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს და რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყანაში რადიკალების აქციებში მონაწილეობენ, ქედმაღლურად, ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან“, – წერს პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა განაცხადა, რომ „ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი ღიაა, მაგრამ იქ არის ღირებულებები და პრინციპები“.