„მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის“ – ლეო XIV

რომის ახლადარჩეულმა პაპმა, ლეო XIV-მ პონტიფიკოსის რანგში პირველი მესა ჩაატარა.

სიქსტეს კაპელაში ჩატარებულ მესას კარდინალები ესწრებოდნენ.

„მინდა, გავიმეორო სიტყვები ფსალმუნიდან: „ახალ სიმღერას ვუმღერებ უფალს, რადგან მან, რადგან მან სასწაულები მოახდინა“. და მართლაც, არა მხოლოდ ჩემთან, არამედ ყველა ჩვენგანთან, ჩემო ძმებო კარდინალებო. მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის მიერ მოხდენილი სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის. პეტრეს მსახურების მეშვეობით, თქვენ მომიწოდეთ, რომ ეს ჯვარი მეტარებინა და ამ მისიით მეკურთხებინა და ვიცი, შემიძლია, თითოეულ თქვენგანს დავეყრდნო, ჩემთან ერთად იაროთ, რადგან ჩვენ, როგორც ეკლესია, გავაგრძელებთ არსებობას, როგორც იესოს მეგობრების საზოგადოება, როგორც მორწმუნეები, სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად, სახარების გასაცხადებლად“, – განაცხადა ლეო XIV-მ.

მესის შემდეგ პაპი კარდინალებთან ერთად ისადილებს, რის შემდეგაც, მათ საშუალება ექნებათ, დატოვონ ვატიკანი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

მსგავსი თემები