„ყველა რუსული აღლუმი ნანახი მაქვს – ეს იყო ყველაზე ძლიერი“ – ლუკაშენკო

„ყველაზე კარგი აღლუმი იყო, რაც რუსეთის ფედერაციას ჩაუტარებია“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმზე განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, „ეს ყველაზე ძლიერი აღლუმი იყო“.

„საბჭოთა აღლუმებში მონაწილეობა არ მიმიღია, ახალგაზრდა ვიყავი. ყველა რუსული აღლუმი ნანახი მაქვს და შემიძლია ვთქვა, ეს იყო ყველაზე ძლიერი აღლუმი. ვიღაცებმა იწუწუნეს, ტექნიკა არ იყო საკმარისიო, განსაკუთრებით საჰაერო ეშელონი. ხომ ხვდებით, საომარი დროა. არ არის იმის დრო, რომ ფრონტიდან ტექნიკა აიღო და აქ საჩვენებლად ჩამოიტანო“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები