„ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს EU-ში გასაწევრიანებლად – იმედი მაქვს, მომავალში ერთად ვიქნებით“ – ფიშერი

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

როგორც ფიშერმა აღნიშნა, ყველამ იცის, ევროკავშირში გასაწევრიანებლად რა უნდა გაკეთდეს.

„დღეს ევროპის დღეა. მინდა, მივულოცო ეს დღე ყველა ქართველ მეგობარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. ევროპა მეგობრობა და სოლიდარობაა, დღეს ამის აღნიშვნას ვგეგმავთ. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იმედი მაქვს, ეს გაკეთდება და მომავალში ერთად ვიქნებით ერთ კავშირში“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მსგავსი თემები